ჩვენს შესახებ

celebrio.ge (სელებრიო) — ეს არის თანამედროვე პლატფორმა, რომელიც შექმნილია ციფრული მოსაწვევების სწრაფად, მარტივად და მაღალი ხარისხით შესაქმნელად.
ჩვენ ვემსახურებით როგორც კერძო, ასევე კორპორატიულ მომხმარებლებს და გთავაზობთ მრავალფეროვან დიზაინებს ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის — ქორწილისთვის, დაბადების დღისთვის, ნათლობისთვის, კორპორატიული საღამოებისთვის და სხვა მნიშვნელოვანი დღეებისთვის.
 
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
•ინოვაციური მიდგომა – მუდმივად განახლებული სტილებითა და დახვეწილი ინტერფეისით.
•პროფესიონალიზმი – მაღალი ხარისხის ვიზუალები, სუფთა დიზაინი და გამართული ფუნქციონალი.
•ინდივიდუალიზაცია – თითოეული მოსაწვევი მორგებულია მომხმარებლის სტილზე, განწყობაზე და ღონისძიების თემაზე.
 
celebrio.ge-ზე გვჯერა, რომ ყოველი განსაკუთრებული დღე იმსახურებს ისეთივე განსაკუთრებულ ციფრულ მოსაწვევს — ელეგანტურს, თანამედროვე და დასამახსოვრებელს.
 
ი/მ – არჩილ ქადიძე 61401089406